пятница, 14 ноября 2008 г.

ს ა ც დ ე ლ ი პ რ ო ე ქ ტ ი


1. პროექტის სახელი: ქუჯიდან იწყება ათვლა

2. პროექტის მოკლე აღწერა: რამდენიმედღიანი ექსკურსიების
ორგანიზება,სადაც მოზარდები
ჩადგებიან რეალურ სიტუაციაში,
რომელშიც მათ დაჭირდებათ საკუთარი
ღირსების გრძნობის დაცვა და სხვების
პატივისცემა.
3. პროექტის სრული აღწერა:
სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესია. საზოგადოება ხომ ცალკე აღებული სუბიექტი არაა, იგი მისი წევრების გარეშე წარმოუდგენელია და არც მოიაზრება.
როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების წევრი-პიროვნება? უპირველეს ყოვლისა-ზნეობრივი.
ზნეობა ეს ის უნარია მოქმედებისა, რომელიც მიმართულია სიკეთის ქმნის, დაცვისა და დამკვიდრებისაკენ.
მოზარდს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს ზნეობრივი შეგნება, რაც თავისთავად მოიცავს ისეთი მორალური ნორმების ცოდნას, როგორიცაა გულისხმიერება, მზრუნველობა, სიმამაცე, ღირსება, მოვალეობა, თანაგრძნობა, სამშობლოს სიყვარული, დაფასება, პასუხისმგებლობა.
რატომღაც თანამედროვე მოზარდების მენტალიტეტი, ზნეობრივი სამყარო დაშორებულია სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული მოქალაქის იდეალისაგან. უფრო მეტიც, თაობას არ გააჩნია სწორი ხედვა. ზნეობრივი მოვალეობა მათში ფაქტიურად არ არსებობს. ისინი მიჰყვებიან არაჯანსაღი ცხოვრების რიტმს და თანდათან კარგავენ ადამიანურ სახეს.
სამშობლოს ტკივილი მათში დრომოჭმული ფილოსოფიაა. სხვისი შეწყალება, ტოლერანტობა, ზრუნვა მოყვასზე არავაჟკაცური და მიუღებელია. ცდილობენ, საკუთარ თავში დათრგუნონ შიში, რომ სხვებზე აღმატებულად გამოჩნდნენ, უფრო მეტიც, არ იქცნენ დასაცინ ობიექტებად. სხვაზე ზრუნვა მათ კრედოში არაფრით თავსდება. პირიქით, პატარების დაჩაგვრა, ცინიზმი, ვანდალიზმი, საკუთარი ქვეყნის კულტურის მასხრად აგდება, გულგრილი დამოკიდებულება ქვეყნის პრობლემისადმი -აი, რა არის ამ თაობის დამახინჯებული აზროვნების პრიორიტეტი.
რა გვსურს ამ პროექტოთ? რა მიზანს ემსახურება იგი?-მოზარდებში ზნეობრივი ჩვევების ჩამოყალიბება, მავნე ჩვევების აღმოფხვრის საფუძველზე. მოზარდმა უნდა გააცნობიეროს თუ რა არის ზნეობრივი მოვალეობა, ზნეობრივი სიხარული, რა შინაგანი სანქციაა სინდისი. რას ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი და რატომაა ეს მძიმე ჯვარი! ვინ არის ღირსეული მოქალაქე, მამულიშვილი? რა პრინციპები განაპირობებს ღირსეულობას?
4. მონაწილეთა ასაკი: 12-18 წელი
5. ვადები: 2008 წლის ნოემბერი-2009 წლის მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებზე ინფორმაციის მოძიება. ექსკურსიების შემდგომ დისკუსიებისგამართვა, პრეზენტაციების მოწყობა, ფოტო გამოფენის ორგანიზება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება პროექტის ბლოგი. მომზადდება პრეზენტაციები,სლაიდ-შოუ ექსკურსიის ამსახველი მასალებით.
8.სარგებელი სხვებისათვის:
რით იქნება ეს პროექტი საყურადღებო? მოდით სათაურის გაშიფვრით დავიწყოთ. `ქუჯიდან იწყება ათვლა~. ქუჯი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც ქვეყნის საკეთილდღეოდ უკანა პლანზე გადადო საკუთარი ამბიცია. გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ ღირსეულთ ხელეწიფებოდათ. ქუჯიდან იწყება ათვლა და ისტორიას ემატება ახალი სახეები: დავითი, თამარი, დემეტრე, ცოტნე, იოთამი, ქაქუცა, ლევან რაზიკაშვილი. მთავარია სვლა არ შეჩერდეს და მარადიულად გაგრძელდეს.
ამ პროექტით სწორედ ეს გვსურს. ამ გმირთა ქმედება მისაბაძ მაგალითად ვუქციოთ ჩვენს თანატოლებს. შემოვაბრონოთ ისინი ჩვენი ქვეყნისაკენ.
მოქმედებითობასა და ურთიერთობაში აღმოცენდება ადამიანის მრავალფეროვანი მიმართებები სამყაროსთან, პიროვნებებთან, რაც გამოხატავს კიდევაც ინდივიდის ზნეობრივ მრწამსს. ექსკურსიებმა, სწორად დაგეგმილმა და მიზანმიმართულმა, უნდა მოახერხოს პიროვნების ფორმირება.
ჩვენ ჩავატარეთ საცდელი ექსკურსია, რომელზეც გავითამაშეთ სიტუაცია. როლური თამაში გავმართეთ. მოვაწყვეთ `რეალური შოუ~ თავისი რეალური წამყვანით, სტუმრებით, ბრალდებულლებით. რა საპრობლემო საკითხებზე ვიპაექრეთ? სკოლაში დაფიქსირებულ ამორალურ ფაქტებზე, მოსწავლეების მიერ თანატოლების ჩაგვრაზე, გულგრილობაზე. როცა ხედავენ სხვების დანაშაულს და არ ცდილობენ აღმოფხვრას. რატომ იქცევიან ასე? შიშის ფაქტორია თუ სხვა რამ აიძულებთ მათ დუმილს?
ლოგიკურად მსჯელობდნენ ბავშვები და სწორ დასკვნამდეც მიდიოდნენ. როლებით თამაშმა ყველას გააცნობიერებინა, რა ამორალური ქმედებაა სხვისი დაჩაგვრა, რომ ტოლერანტობა და სხვებზე ზრუნვა დიდი გმირობაა.
ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ დოკუმენტური კადრები ამ ფაქტების ამსახველი.
ამ პროექტის განხორციელება უთუოდ დიდ როლს შეასრულებს მოზარდებში ზნეობრივი შეგნების ჩამოყალებებაში.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში:
ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:
ა) ისტორია- შეისწავლიან ექსკურსიის ადგილის ისტორიას. გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიასა და მოღვაწეობას;
ბ) ლიტერატურა – მსვლელობის პროცესში გაეცნობიან უამრავ ლიტერატურულ პერსონაჟს;
გ)ეკონომიკა - ამ ექსკურსიებზე, მოზარდებს პირველად უხდებათ მშობლებისაგან დამოუკიდებდან ცხოვრება, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მოზარდებს აქ პირველად უწევთ შეხება საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვასთან. შეეჩვევენ მოზარდს საკუთარი მინიბიუჯეტის დაგეგმვას;
დ)საინფორმაციო ტექნოლოგიები – ბლოგზე მუშაობა, პრეზენტაციების, სლაიდ-შოუების, მომზადება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მზევინარ იმედაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.imedashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qujidaniwyebaatvla.blogspot.com